იქნებ მტვკართან დასცდა ფეხი, ვინ იცის, როცა მთვარე ქართლის მთა-ველს ქარგავდა, რა ჯანდაბამ დააძინა თბილისი, არ იცოდა, რა დიდებას ჰკარგავდა.
ვერ უკოცნა შუბლი დასადაფნავი, რა ყოფილა ბედი ოხერტიალი - არ აღირსა სამშობლოში საფლავი!
როცა თვალი გასაქცევად ეჭირა, რად უყვარდა საქართველო ესოდენ - გოჯ მიწაშიც ქართველს არ შეეცილა...
მისი ხვედრი მწარე სევდად დარჩა ერს, საქართველო და მთაწმინდის ნიავი - დღესაც ეძებს კვალდაკარგულ მაჩაბელს... |