ღამე მოვიდა - როგორც ჩურჩული, მოვიდა - როგორც მგზავრი დაღლილი, მან ამოავსო ყველა კუნჭული და გარეთ დარჩით შენ და ყვავილი.
მეჩურჩულება უხმო ენითა, სადღაც ანთია - თეთრი ყვავილი, თეთრი ყვავილი - როგორც შენი და.
ღამეა და შენ ჩემთან არა ხარ, ამაღამ ბევრი წყალი ჩაივლის, ბევრი ჩაივლის ქარიც ამაღამ.
შენით ღარიბი, შენით მდიდარი; ბევრი ვიპოვნე, ბევრი დავკარგე და შენღა დამრჩი - ესე ვით არი.
ეთანაბრები ღამეს ნისლიანს, მე შენში მინდა თვით შენზე მეტი - რისი მოცემაც არ შეგიძლია. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ვახტანგ ჯავახაძის პოეზია |