შენ ძლიერ ადრე გამიღე კარი, მე ვიყავ შენი დარი და წვიმა, მე ვიყავ შენი დარიც და ქარიც, - მაგრამ ეს იყო დიდი ხნის წინათ.
და ძლიერ გვიან გამოველ გარეთ, შენ იყავ ჩემი მზეცა და მთვარეც, - ესეც დიდი ხნის ამბავი არის.
ორივეს დაგვრჩა კარები ღია, შენ მომელოდი ძალიან ადრე, მე კი მოვედი ძალიან გვიან.
გეძებდი დიდხანს, წვიმაში, ქარში, წყალმა წაიღო ბონდის ფიცარი და შენ მეორე ნაპირზე დარჩი.
დაღლილი ფრთები დაკეცეს ქართა, არ არის წვიმა, არ არის ქარი, არვინ დგას ღიად დარჩენილ კართან. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ვახტანგ ჯავახაძის პოეზია |