კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 12:25

 

 

 

არას მქონემ, უქნარამ,

თავი როგორ ვიქო,

ფრთაკრიალას, გასაფრენს,

თუ ვერ შევკრავ სტრიქონს?!

გაჩანაგდეს, ბარემღა,

ძალა ჩანგის, ებნის;

რა ფესვზეა მიბმული,

რასაც დღემდე ვძებნი...

რამ დამაგდო იმედზე -

თვალთა, ყურთა, ხელთა,

რომელ ცას ეფარება,

დამფერფლავი ელდა...

ყველას გამწბილებელი,

მე რას გამიმხელდა?!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ემზარ კვიტაიშვილი  • • •   ემზარ კვიტაიშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ