კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 12:18

 

 

 

მუქ, მეწამულ სიწითლეს

მზე გარს აკრავს ატამს;

ბროწეულსაც, თავდახრილს,

იგივე მზე ხატავს.


დასრიალებს ლაჟვარდში,

თვალს წამით არ ხუჭავს;

აყრის ხოხობს, ფარშევანგს -

ოქროს, ბღუჯა-ბღუჯად.


ფხა როგორ დააცვთება,

ამხელა ცას შეფხვნილს...

ყვითლად ფერავს ზურგს, ფერდებს -

ლომისა და ვეფხვის.


ბრჯღალებს ლესავს ბორჯღალი,

მზის გულს მზესვე ვადრი;

სთველს ადნება ყველაზე

მეტად, მისი მადლი.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ემზარ კვიტაიშვილი  • • •   ემზარ კვიტაიშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ