გატოკებაც კი მიჭირს, ჯავრმა ამისამ გამთოკა - იმხელა გზაზე სული, როგორ გავუშვა მარტოკა? საკითხავია ისიც, ტბავ ლისისა და კუმისო, პირმოკუმული, ლურჯი, საითღა გავწევ უმისოდ?
დაფეთებული, ვაჰთუ, ფერფლმა დამარხოს მთვარისამ. აღარც ხმა, აღარც ფერი... როგორღა ვიყო თანახმა, ვერასდროს შევძლო ყოვლის მოსმენა და ვერც დანახვა?
გადარეულო სულო, ვისა და რას შეგადარო? |
პოეზიის გვერდი • • • • • • ემზარ კვიტაიშვილის პოეზია |