კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 12:36

 

 

 

მორჩილებს ყველა წუთი და წამი,

გაფოფრილია წვიმად, ქარებად...

არ გახლავთ ძნელი შემჩნევა ამის -

დრო გარბის, თანაც, არ ეჩქარება.


ცას წვდება უხილავის მაგია,

არვინ მეგულვის უფრო მდიდარი,

ირგვლივ რაც დგას და რაც ალაგია -

კენჭიც, სასახლეც, სულ მისით არი.


წინ რაც დახვდება, აბრტყელებს, თქერავს,

ვერ-რა შებორკავს რკინისმკერდიანს;

ყოველთა გულის განაგებს ძგერას,

სამადაც დაყოფილი, ერთია.


ვერ ეკარება შური და ზაკვა,

არ დაელევა გადასაჯეკი;

ძეხორციელი ვერ იგებს გზა-კვალს,

სად მიმოფანტავს თავის დაჩეკილს.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ემზარ კვიტაიშვილი  • • •   ემზარ კვიტაიშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ