კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 12:10

 

 

 

მიხვედრილი ვარ, უხილავო, მიპირებ რასაც,

ძველ ნახელავზეც გეტყობოდა - არ გავდი კეთილს,

ლანდად მაქციე ჩემი თავის, რა გექნა მეტი,

გამოკალული, ნერწყვს როგორღა შეიწოვს სასა.


დაძრული, უკან არ დაიხევს გაყრილი რაზა,

რა თაღი მიჭერს ან რომელი მაკავებს სვეტი,

გაამთლიანებს ვისი ძალა დასანან წყვეტილს,

რისიც გრძელდება მოლოდინი, არა ღირს ბრაზად.


საზარელია, რასაც ახლა გულმშვიდად ვყვები,

წლები ჩავლილი, მოზიმზიმედ, ბზინავს ავზებად,

ვითომ არ ვიყო ტყვე, მორჩილი, განუხრელ ნების.


მყარია ჩვევა ყველა ჭურჭლის - დაცლა, ავსება,

მელევა ეს გზა, უთვალავჯერ ნათელი, სხვების,

მიწის ნაშობმა, ვიცი, მსგავსი მსგავსს ეთავსება.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ემზარ კვიტაიშვილი  • • •   ემზარ კვიტაიშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ