კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 24 აპრილი 2025 22:38

 

 

 

სულ მაღლა, მზესთან რომ ვიბიბინო,

ჯერ აქ, პატრონის მკლავზე ვიელვებ...

მე ნისლისფერი ვიყავ მიმინო

და შენ დროზე ვერ იბაზიერე.


ჟრიალებს მთვარე - ზეცის საყურე

და ვერ მიხვდება პატრონი ფიქრებს,

შენ კი არა გგავს, ყურშიც ჩამყვირის,

რომ მუდამ ამ ხმის ერთგული ვიქნე.


და ისევ ჩანხარ წარსულში მკრთალი,

თუმცა სხვა მხრების მხურავს ჩერო და

რა ჩემი ბრალი,

რა ჩემი ბრალი,

თუ ვერ შეიძელ ბაზიერობა.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - მანანა ჩიტიშვილი  • • •   მანანა ჩიტიშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ