მარხვა დაიწყო... დედაკაცო, გაცერი ფიქრი, გაავსე ვარცლი, ამოზილე ცოდვის პურები. ცისკარი - თეთრი ხილაბანდი, კიდია სკამზე, წაიკარი და უკან-უკან ნუ იყურები!
მოვა თუ არა, ან მარტმა უკვე გადმოწყემსა მერცხლის გუნდები?!... უცნაურია, წინსაფარში სიზმარს რომ მალავ, რომ ისევ გიყვარს, საკუთარ თავს, რომ არ უტყდები!
ის პერანგი გაცვდა თუ არა... ან ჯიბესთან თუ კვლავ ატყვია ნათითურები?!... მარხვა დაიწყო...წამოდექი, გაცერი ფიქრი, გაავსე ვარცლი, ამოზილე ცოდვის პურები.
ბრუნდება ქმარი, შეეგებე და უკან-უკან ნუ იყურები. |