ვიდრემდის ქარები მლოკავენ, ცას ღრუბლის ჩრდილებად ვეღვრები... გულო, შენ მჭირდები მბორგავი, გულო, შენ ტყუილად მეღლები.
ცრემლები რა შენი საქმეა, სიკვდილი შენ გიდგას მსახურად, სად ეძებ?! - შენს ზურგთან, აქვეა...
ვიფრინოთ, ვიდრემდის ფრთებია, გულო, შენ მჭირდები, შეშლილი, სიკვდილით ლაჩარნი ჰკრთებიან.
ვიკმაროთ, რაც დამიკვნესია. ნუ ვზოგავთ, როცა არ გვზოგავენ - დათმობა დიაცთა წესია.
კარგია, იფხიზლებ, კანკალებ, ბორკილი მზადდება მონისთვის - შენ დაბადებამდე გასწავლეს.
ცას ღრუბლის ჩრდილებად ვეღვრები, გულო, შენ მჭირდები მბორგავი, გულო, რა ტყუილად მეღლები. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |