კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 16:53

 

 

 

ზის სავარძელში და იგონებს მანგლისის ფიჭვებს,

ალგეთისაკენ საბანაოდ გაქცეულ ბიჭებს,

მწვანე აგარაკს, მოულოდნელ შხაპუნა წვიმას

სველ ფოთლებს ღია აივანზე და ათას წვრილმანს.

მოხუც დედაბარს, რომ ეძებდა დაკარგულ მოზვერს,

ბაჯბაჯა ბატებს, გამოფენილს კრიალა მოლზე,

მოაგარაკე პროფესორთან ჩაის სმას ღამით...

ზის და იგონებს...

და რომ იცოდეთ

ბედნიერია რარიგად ამით?!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მიხეილ ქვლივიძე  • • •   მიხეილ ქვლივიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ