კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 24 აპრილი 2025 21:45

 

 

 

სული ხარ ვისი, ძველი მოთქმა დამემგზავრა ღვთაებრივ ყრმაზე,

ძილს დავეძებდი, ღელე დამრჩა, ლელი დამრჩა, ფოთლის შრიალი.

ნიმფა მიყვარდა, სამი დღეა, მიმატოვა, დაფნისზე მოთქვამს,

ძეწნა მიყვარდა, ნაკადებში ჩამეფურცლა, დაფნისზე მოთქვამს,

მდინარის პირას დარდიანი ჩამოვჯექი, დავტირი დაფნისს.

დაფნის! - ტირიან ტყისპირები, სვირინქსები, გლოვის ქნარები,

დაფნის! - ტირიან მწყემსები და, სახელს იტყვი, არ ახსოვს ბაგეს,

მე ვინ მეტირა, ძილ-ღვიძილში სახელს იტყვი, არ ახსოვს ბაგეს...

მთელი სიმწარე გამოვწოვე, სიმწარე და მზის ელვარება,

მდინარის პირას დარდიანი ჩამოვჯექი, დავტირი დაფნისს.

პატარა ბიჭი ბატონებმა წაიყოლეს, აბელ ბოხუა,

პირველი სიყრმის მეგზური და თანამგზავრი, აბელ ბოხუა,

ხედავსღა ვინმე, დედულეთის სანახებო, ჩემ გარდა კიდევ?

დავტირი დაფნისს, მიწა მიდის, მიწა მიდის, მიედინება,

მდინარის პირას დარდიანი ჩამოვჯექი, დავტირი დაფნისს.

მაღლა, თავზემოთ, ნადირობის გნიასია, საყვირთა ცემა,

ბინდის მწევრები ცაგადასწვრივ მანათობელს მისდევენ ირემს,

მე ვინ ვარ, სიზმრით ამოვკემსო განშორების ყველა იარა,

გარდასახვათა სრული გარსი გავარღვიო, ვარსკვლავად ვიქცე...

მდინარის პირას დარდიანი ჩამოვჯექი, დავტირი დაფნისს.

ნიმფა მიყვარდა, კიკლადები მომივლია, არგოსის მიწა,

სული ხარ ვისი, ღელე დამრჩა, ლელი დამრჩა, ფოთლის შრიალი.

მთელი სიმწარე გამოვწოვე - რა მიმყვება ორქარის გარდა,

სხვა რა მიმყვება საწუთროსგან, მოზარენო, ორქარის გარდა,

მდინარის პირას დარდიანი ჩამოვჯექი, დავტირი დაფნისს...

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ