არა ცრემლის, არა ელდის, სულ რომ ბოღმით ლესავს გულებს, არა იმედდაკარგულის, სიცოცხლეს რომ შეგაძულებს, -
ნუგეშით რომ მოგანათებს, სიყვარულით დაგბუგავს და კვლავ სიყვარულს მოგანატრებს;
ძმობის ხიდად გასდებს სიმებს, გუთნის კვალში ჩაგაყენებს და სიხარულს გათესინებს;
რომ დაჰხარის სავსე თაველს, ერთს კი არა, ათას ენგურს, რომ დასძრავს და აქცევს მთვარედ;
ისევ იის თრთოლვას ურევს. კოლხეთში რომ დაგღვრის ოფლად და კვლავ შრომას მოგაწყურებს;
ვით ღიმილი ლამაზმანთა, მერე წახვალ და მის ეშხზე ცელს მოიქნევ ალაზანთან;
რომ დაასწრებს არწივს ყივილს, ხმალშემართულ ვაჟკაცთ შუა რომ იელვებს მანდილივით.
არა ტანჯვის, არა სიმწრის, - გაუმარჯოს პოეზიას სიცოცხლის და მარად წინსვლის! |