და მე ვწერდი: როს ბულბული ბულბულობდა ბაღში წყნარად, ვით დატუქსა თეთრმა ვარდმა, აჯა ვით არ შეუწყნარა;
ვით ემსხვერპლა ტრფობის იჭვებს, ვით გადადნა თავის ხმებში და აეცვა ვარდის ხიჭვებს;
შენ რომ აგრე შეგიყვარა, არ მოსტყვდე - ის თეთრია, მხოლოდ სისხლით შეისვარა.
მე ეს ლექსი ეხლანდელი, რომ მეწვია დღის ფარვანა, ინახულა ეს სანთელი,
საყვარელი, საცოდავი, და დაჰკოცნა მოწიწებით, და შეაკლა სანთელს თავი.
დღის ფარვანა ოქროსფრთება, და... მას შემდეგ ეს სანთელიც მუდამ ცრემლად იღვენთება. |
პოეზიის გვერდი • • • ![]() |