კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 24 აპრილი 2025 14:45

 

 

 

იმერელმა ქორწილი ჰქნა -

ფეხდამწვარი წიწილითა,

თაგვი მაყრულს ეუბნება,

კატა კვდება სიცილითა.


ინდაური ლეკურს უვლის

ხტომითა და ცინცილითა,

ყველაფერი ეზოს აკრთობს

დაფითა და წინწილითა.


თაგვი მაყრულს რად ამბობდა,

კატამ რა ჰქმნა სიცილითა,

ბატი ლეკურს რად უვლიდა

ხტომითა და ცინცილითა.


ღამე ეზოს რად აკრთობდა

დაფითა და წინწილითა,

როს იმერმა ქორწილი ჰქმნა

ფეხდამწვარი წიწილითა?


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გალაკტიონ ტაბიძე  • • •   გალაკტიონ ტაბიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ