ცხოვრების ეტლი, როგორც ნიავი, დასასრულისკენ უჩუმრად მიჰქრის, და ყოველივე არის იაფი, როგორც ზამთარში თოვაზე ფიქრი.
მიგაგორებენ, როგორც იაქეს, მაგრამ დღეები ნაღდი განკითხვის, ვიცი, რომ ყველას გვაფორიაქებს.
წუთით რომ მაინც გაჰხედოს წარსულს, ცა ჩამოიქცეს ამქვეყნად თუნდაც, ცოდვათ მხილება არავის არ ჰსურს.
ბეჭებით ჩვენი ცხოვრების ლეიბს, როს ყოველივე ირგვლივ დაჭკნება და სიკვდილი რომ დაიწყებს ზეიმს,
რომ ვერ გაშინებს ტვირთი ცოდვათა, და სახე, სანთლად გამოკვეთილი, შიშს თუ არ იგრძნობს თუნდაც ოდნავად.
დასასრულისკენ უჩუმრად მიჰქრის, და ყოველივე არის იაფი, როგორც ზამთარში თოვაზე ფიქრი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ჯემალ ჩახავას პოეზია |