კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 10:41

 

 

ფრაგმენტი პოემიდან: პატარა კახი

დაიგვიანეს, ჯერ არსად სჩანან!

მაგრამ სალამურს თუ მოჰკრა ყური,

ანდამატურის ძალით გამოსწევს

აქეთკენ მის გულს ხმა უცნაური.


ვინ ქვაბულაძე და ვინ მეცხვარე?!

იქ, ბარში, ყველა ჩემი ტოლები

მტრებში ვეფხვივით დანავარდობენ

და მე კი ცხვარში აქ ვიმალები!..


ისინი მტრის სისხლს ჰღვრიან უწყალოდ,

ზიზღით ევსებათ მრისხანე გული,

მე კი ქალივით აქ ცრემლებს ვაფრქვევ

და სიყვარულით მიძგერს გლახ-გული!..


მერე როგორ დროს? მაშინ, როდესაც

სხვა უდიდესი წინ გვიძევს ვალი! 

მაგრამ ეს მოხდა ჩემს უნებურად,

გულთამხილავო და არ მაქვს ბრალი!..


კიდევ არ სჩანან... ეგებ წავიდნენ,

გაიარეს და ვერ მოვკარ თვალი?

აჰ, ღმერთო ჩემო! ჯერ იმისოდაც

დაბნეული მაქვს მე გზა და კვალი! 

 

პოეზიის გვერდი   • • •     • • •   აკაკი წერეთლის პოეზია/პროზა

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ