კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 02:06

 

 

 

გადი-გამოდი, გუთანო

ღირღიტავ, ბანი უთხარო,

სახნის-საკვეთო, გაუსვი,

რომ კაჭაჭს ძირი უთხარო.


ნიშავ, ნიკორას გაუწი,

მაგას მოაბი მხარია,

მეხრევ, გაუკარ შვინდასა,

ცოტა ზარმაცი ხარია.


გააჭიმინეთ ჯამბარა,

დაჰმღერეთ "ოროველაო,”

გადააშავეთ მინდორი,

რომ დაგვნატროდეს ყველაო.


ფრთას აუწიე, სახნისსაც

უმარჯვე გუთნის დედაო;

ყამირის ბელტო, ნუ ნაზობ,

გადადი ზედიზედაო!


შენი ჭირიმე გუთანო,

ნაკურთხო მაღლა ღვთისაო,

მოხან, მოთესე ხორბალი,

მოგიმკო სარჩო წლისაო.


გადი-გამოდი, გუთანო

ღირღიტავ, ბანი უთხარო,

სახნის-საკვეთო, გაუსვი,

რომ კაჭაჭს ძირი უთხარო.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - რაფიელ ერისთავი  • • •   რაფიელ ერისთავის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ