ვზივარ, საკანში ბინდი შემოვა, და ისევ ციხის ქსელში გავები. ახლა თბილისი გრძნობს უჩემობას, და ჩემს ტყვეობას გრძნობს ვარსკვლავები.
ფიქრი ზღვასავით ნელა ირხევა. და თითქოს მთვარეც პატიმარია, და თითქოს ზეცა მისთვის ციხეა.
და ახლა ცაზე ღრუბელთ ცხრილია, მგონია, მთვარეც უიმედოა, მგონია, მთვარეც დაჭერილია.
და ისევ ციხის ქსელში გავები. ახლა თბილისი გრძნობს უჩემობას, და ჩემს ტყვეობას გრძნობს ვარსკვლავები. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ტერენტი გრანელის პოეზია |