ის ყვარელში დაიბადა, იმას ნანა ძიძამ უთხრა, დღეს შენ მშვიდად შეგიძლია გაიარო წიწამურთან. შენ გამზირზე მიაბიჯებ, ღმერთი შენი კეთილია, გზას არ იცნობ ეკლიანს და ტყვიისმრავალწერტილიანს. ტაბლა-ტრაპეზ-გარდახდილი წამოსულხარ კრწანისიდან. ქებამ გვირგვინოსნებისა - თვითონ გაგამეცამეტა, ღიღინ-ღიღინ მოიარე საწირე და მოწამეთა. თუ ტყვიები არ გესროლეს, ისე ვარდებს არ გესვრიან. შენ არც მაშინ არ გესროდნენ ფანჯრიდან თუ აივნიდან, ეტლი შენი წიწამურში ზარ-ზეიმით გაივლიდა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ვახტანგ ჯავახაძის პოეზია |