დაეშვა ფარდა, დაბნელდა სცენა, შეწყდა შრიალი და მისტერია. ვანო! აღსრულდა შენი სიმღერა: „თავო ჩემო, ბედი არ გიწერია!“
წამია გლოვის, ცრემლების გარდა. ქართულ სცენაზე მძიმე ღამეა, ქართული სცენა დამგლოვიარდა.
რომ მხოლოდ ნისლი იყოს კარავი. და გვირგვინების მწუხარე რიგი ახლა შენს მაღალ კუბოს ფარავენ.
ჩვენთან ელვარებს შენი ნათელი. სამწუხაროა, რომ ასე გაჰქრა შენი ხმა: ცეცხლი და ჟრუანტელი.
თვალები მაინც შენ გიცქერიან. ვანო! აღსრულდა შენი სიმღერა: „თავო ჩემო, ბედი არ გიწერია!" |
პოეზიის გვერდი • • • • • • ტერენტი გრანელის პოეზია |