კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 25 აპრილი 2025 07:21

 

 

 

ნათელმა მთვარემან ბრძანა:

- "ბევრით მე ვჯობივარ მზესა"!

დაჯდა და წიგნი დაწერა,

ზენა ქარი მიართმევსა.

მზეს რომ წიგნი მიუვიდეს,

მზე ძალიან გაჯავრდესა:

- „მე და ვარ და ის ძმა არის,

რად ვსძულდებით ერთმანეთსა.

ავი ამინდი რომ დადგეს,

ის ხომ ვერ გააშრობს გზებსა,

მცივან კაცს ხომ ვერ გაათბობს,

თუ არ დაინთებდის ცეცხლსა.

თუ ეს სიტყვა ტყუილია,

ჰკითხეთ ძირს ღამის მეხრესა".

ღამის მეხრე დაიბარეს,

ულვაშებზე ისვამს ხელსა;

- "დაჯე, ბიჭო, სწორადა თქვი,

თორემ მიგცემთ სატანჯველსა!" -

დასვეს და ალაპარაკეს,

მეუფე ყურს დაუგდებსა:

"მე უმზეოდ როგორ გავძლებ,

ღამეს კი გავტეხავ ბნელსა, -

დღისით შევზვერავ ბალახებს,

ღამით მივრეკავ ხარებსა." -

ერთი მაზარა უბოძეს, -

ღამე მავალია ესა;

ღვინოზედ კაცი გაგზავნეს,

მზე მთვარეს შეარიგესა.

ცისკარი მოჩანჩალებდა,

ძლივს თავის ტყავს მოათრევსა,

გათენებისას ამოდის, -

პანღური ჰკრეს, გააგდესა...

შუქურ-ვარსკვლავი მობრძანდა,

ის ძალიან დაათვრესა,

ხალათი გამოუცვალეს,

კაი ჩოხა ჩააცვესა.

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ