სისხლში მეტი როე როა, გული უბარიეროა. მეტი ისტერია როა, ბრძენი უკარიეროა. უძველესი ტროა როა, უახლესი ტრიო როა, სექსის ინდუსტრია როა, ანტისიმეტრია როა და მეისტორიე როა, - ნაღდი და აპრიორია. ხატა საქირაო როა, თანაც საგირაო როა, თანაც საკვირაო როა - ინტიმ-ინტერიერია. რა ჰქვიაო, რაო, რაო? - რა ჰქვია და - რიარია! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ვახტანგ ჯავახაძის პოეზია |