გურამიშვილის სურათზე
წეროს დარად წიგნში მდგარი ლოცულობ და მოსთქვამ კიდეც. სოველი და ნაწვიმარი გლოვას ვეღარ განერიდე.
ტყვედ ნამყოფი, ნაისარი, უკრაინას გაიყოლე საქართველოს ბედის ქარი.
შენ ანთებდი მწველ სტრიქონებს დაგკვნესოდა კალმის ნამი - ქართვლის ჭირი ჩამაგონე.
სანთელივით აგინთია, გაგითბია ცრემლით წიგნი, სული მისთვის დაგითმია. მიგრითმვია თვალი მწირი და სტრიქონში ჩაგიტბია.
და ტირიფიც გაგონებდა: ტირიფონზე გაშლილ ტირიფს ქართვლის დედის დაღონებას, და ლეკეთში წასხმულ მწირის ვაებას და დამონებას.
რომ პერანგი გაგიპია. ტანჯვა როგორ გამოითქმის, ჩემი სიტყვა ღარიბია.
შთაგონებით ნაყიდია. დაგიტბია ცრემლით წიგნი და ოცნებით გაგითბია.
სად ანთებდი მწველ სტრიქონებს, ფრთებ დამწვარი იდექ ცალკე და მწველი ხმა გამაგონე.
ცად აპყრობილს კვამლის ზოლად. შენი ცრემლის მელნით ვწერდი, მშობელ მიწის გასაგონად.
ვნახე, სადაც ქვითინებდი. შენს სტრიქონთან გავათენე და საფლავთან ვიტირებდი.
გარდასული ქართლის ჭირი, რომ არ იყოს ჩვენი ფუძით წამომდგარი ქვეყნის გმირი.
ორმოში
ქართლში გამკობდა სამკალი ყანა, როცა ქურდულად დაგესხა მტერი გადაგატარეს ასი მთა ძალად გადაგაყლაპეს დაღესტნის მტვერი.
შენ დაგამდაბლეს ბალახზე მეტად. ორმოში მჯდარმა შენიშნე ცაზე შენი ვარსკვლავის რონინი კენტად.
ვერ შეიგუე ჯურღმული შავი. და შენ ამბობდი: საწუთრო მთელი ჩემი თვალების გარეშე ჰყვავის.
და შამბნარში კოღოები შეგესია, რისთვის რეკდა ცისკრის ზარი, რას გერჩოდა ბორცვზე მდგარი ეკლესია?!
ვერსად ხედავდი მოცვარულ მწვანეს. მიწაში იყავ, ვერ ჭვრეტდი მიწას, თვალს ვერ ავლებდი მხურვალე ყანებს.
არ ჩამოგხედა ჯურღმულში ერთმაც ცას შეაჩვიე თვალები შენი, რომ ცრემლიანი ნუგეში ეთქვა.
ზევით ილტვოდი მლოცველის გეშით, რადგან გუმანი ზეცაში ცხოვრობს, ცრემლით აივსო ღარიბი პეშვი.
„ორმოში სუნთქვას სამარე გიჯობს, პურის მკის ჟამი ხელახლა მოვა, მზეზე ამოდი ნათელო ბიჭო!"
ამოიხვნეშე ხმადაბალ შიშით, პირღია დარჩა წყეული ორმო და დაახველა დარაჯმა ძილში.
თითქო აიღე ნამცეცი პური, შენ გადიწერე აგრე პირჯვარი და შეაფარე სიბნელეს სული.
დავით გურამიშვილი წვიმაში
შენ წიგნს ვშლიდი და გიხილე ბნელ ღამეში დაწუნწული მარტოდ, დაწენწილო სულო, მე მინდოდა ცივ ავდარში არ გამეშვი მაგრამ ბედისწერა როგორ შევაბრუნო.
მოგასხურა წვიმა და აგაპყრო ცისკენ. ღმერთო ჩემო, წვეთია თუ წყლის ბეწვია! ნუ დამამსხვრევ მეხით, ხე კეთილი მიხსენ!
გაიშალა იგი, როგორც დედის გლოვა. მოშხუილე ღამე ბინად დაგებედა და ავდარი ბედმა მოძმედ დაგიტოვა.
აღარც თივის ზვინი, შესადარი ბუხრის. მოწანწკარე წვიმის ძუით დაბორკილი, გიხილე და, მწირო, გამშვენებდა მწუხრი.
რა გსუსხავდა აგრე, ავდარობის მჩენი! შენ გეძებდი და წვიმაში მოგაშურე, ნაწვიმარში ვპოვო ნაკვალევი შენი.
ოღონდ ვიყოთ მარად ტრფიალებით მთვრალი. შენს მღვიმეში მსურდა ღამე გამეთია, ან მეპოვნა შენი ცრემლით სავსე კვალი.
ხელზე მითრთის ცრემლით შეფრქვეული იფქლი. შეაგროვე გზაში, წვიმით შემიკონე, მოშრიალე ქარში, ფრთაგაშლილი ფიქრი.
გამაგონე წვეთთა დამჟანგველი ჟღერა, სად მღეროდი ავდრობის ოქროპირი, რომელ მინდვრად შეგეგება ბედისწერა.
გალობაში სუფთად შეახვიე წყლული და მლოცველმა კალმით ქართლში დააბრუნე ნაწვიმარი ვარდი, სტრიქონებში რგული.
რა ამშვენებს წიგნში წამოფრენილ სტრიქონს! ვკითხულობ და სანთელივით დავილევი და წვიმაში, მწირო, საქართველო გიხმობს.
დავით გურამიშვილის აუგი უფლისადმი
მუხრანით და უგზო ჯაგით დუხჭირებდი კაცის ჩრდილი, დამშეულმა, მაცდურ ბაგით, ლოცვები სთქვი შეწყობილი.
ამოგერთვა ლუკმა პირში, კიტრის ჭამა როგორ გსურდა, და შიმშილმა გარგო შიში.
ვერ მიაგენ სადმე ჭერიც. დაეძებდი ლუკმას სანთლით, აღარ გედო კაცის ფერი.
- „რაც მიბოძე, რად წამართვი მე აღმართით მივდიოდი დამაცურე თავდაღმართით.
შენს გულისხმას დააყურე. თუ შენა ხარ ჩვენი მწყემსი, რად წამართვი, რაც მარგუნე?
ჩამიყარე წყალში ოქრო, მე ვიყავი შენი მჭვრიტი, ეხლა როგორ დაგემოყვრო.
შენ საცდური მითხარ ნანა და უფალი რომ უარვყო, დამნაშავე მე ვარ განა?
ვით თორღვაის რკინის თორი. დამშეული შევრჩი წიაღს და პირისპირ ვდგავართ ორი.
მწყემსო, გითხარ ბევრი ლოცვა. ერთხელ მაინც მინახულე, მოგგვალო და წვერი მოგწვა.
დავაჩრდილებ მომწვარ მდელოს. სად სმენილა ღმერთი იყოს და კაცს აღარ მიეშველოს?
მეორე აუგი
ველი ღვარძლით ნათესია, საით წაველ მერგო ვაიც, ჩირგვთან კოღო დამესია, რა უნდოდა კოღოს მაინც?
ჩრდილი ვერსად ვპოვე გრილი. სიმართლის ხმა შთამაგონე იგავის ხედ დანერგილი.
მე ციების მქონდა რიდი. კიტრი მაინც შემრჩენოდა, ღმერთო, რისთვის ჩამაცივდი!
სულმა აგრე აგითვისა. ეს იგავი სხვაგვარია, იგი არ გავს დავითისას.
შესამოსიც გახდა მზრალი. თითქო ვიყო შესაწირი, სული ჩემი კვამლში არი.
საზრდო ჩემი წყალში ჰქრება. ვხედავ, შენ არ გენაღვლება, თუ პერანგი შემალპება.
წარმართული ღამის მჭრელი, უმარილო მარგე ცრემლი, უვარამო გულის თხემი.
მაინც ვეტრფი მზიან კალოს. და მცენარემ მშობელ მიწის ეგებ წყლული დამიამოს.
კალოს ხილვა
ლანდადქცეული, მწყურვალი, შამბნარში გაჰყევ ნაკვალევს. ლუკმა ვერ ჰპოვე მკურნალი, მხოლოდ ბალახი გაკმარეს.
დასუსხეს ტანი ნესტარით. წვალება გერგო როგორი, პური ვერ ჰპოვე ნეტარი!
ლუკმა სძებნე და ლაფარო, ვერსად წამოწექ რიყეზე, გაუდაბურდა სამყარო.
ბეჭდად ნატერფალს სტოვებდი. გზაზე უცრემლოდ სტიროდი, გვალვით დამშრალი პოეტი.
მწე არვინ შეგხვდა მართალი. უცბად წალკოტად იხილე კალოთ დაყრილი თავთავი.
შეხედე, შვებით გადმოდექ, თვალი შეავლე დაკარგულს და კვლავად ნახულ სამოთხეს.
აქ დაგხვდა კალო მართალი. სად არის ქართლის ნამგალი, თავთავთ რხევა და კანკალი.
თრთოდა ცხოვრება ცოცხალი. კალო იყო თუ ქვეყანა, ოქროს ქვიშა თუ ხორბალი!
ხორბლის მტვერია ჰაერში, ქართლში ნახული ცხოვრება ჰპოვე და კალოდ დაეშვი.
გულში ზარის ხმა გაისმა. კევრზე დამჯდარი სიცოცხლე აკიბორჩხალა დაისმა.
ორკეცად შრომა დალოცე. პერანგს ამარა მიხვედი, პირველ კაცივით, კალოზე.
კალოზე მისვლა
მიხვედი, გაჩნდი კალოზე მწირი, პერანგის ამარა, დაემხვე, კალო დალოცე და მზეც ადიდე თაკარა.
შემოგახვიეს თავშალი. წყლით დაგილამეს გამშრალი ყელი და თმები ნაშალი.
მშრომელმა რუსმა დასძახა. თრთოლვა დაიწყე საზარი, მაგრამ არავინ დაგძრახა.
მკვდრეთით აღმდგარი ყარიბი. პურს ჭამდი, დოქი დასცალე, რუსს შეეკედლე ღარიბი.
პური გაჭმია გამთბარი. გრძნობით ცხოვრება შეგითბო, სულს განეშორა ზამთარი.
შენს გულში ძმობის მარცვალი. კერასთან გრძნობა გაკვესა, გაგაცნო კერის ნაცარი.
თვალში ჩაგინთო მაისი. ძველი პერანგი გაგხადა, ჯუბა ჩაგაცვა თავისი.
წყალი დაგისხა ანკარა. როცა სუფრასთან მიხვედი სურნელმა აგაკანკალა.
ძმური სიამით ღელავდი. სუფრით აყვავდა გულისთქმა, რომ მოაღწია ჩვენამდი.
მიმწუხრი იყო დიადი. სანთლებად ენთნენ გულები, სიმართლეს გავდა ხმიადი.
ადიდეთ კაცი მშრომელი. და იანვარაც კვირობდა - რუსეთს ჩასული ფხოველი.
პირველი ძმობილი
კერა გამაცნო თუ იმედი, საგულეს ვარდი აანთო, სუფრა გაშალა მცირედი და ხორბლის სუნით გაგათბო.
ცრემლით დაცვარე ნაცარი. შენ გერგო ძმობა პირველი, მისი თესლი და მარცვალი.
თურმე რუსეთშიც გყოლია. კაცი ვაკეზე აღზრდილი - თურმე მთის კაცის ტოლია.
გული დაცვარა ვარდივით. შენ იყავ ქარი ქართლისა რუსეთში გადავარდნილი.
და ყელზე გედგათ უღელი, მაგრამ კალოზე შეჰკარით ძმობა, მარადის ურყევი.
შეგრჩა და გულში იწოდა, ის გამღერებდა ღამეში, წყვდიადში შუქად გიძღოდა.
როგორც საგზალის კალათი. მან ხალხის გულში იმღერა, არ მიიწურა მარადი.
შემდეგ გრძნობაში დახვავდა და ეხლა გორის კერაზე ატმის ხესავით აყვავდა.
ის გამღერებდა
შენ რუსი შეგხვდა ნამდვილი, ვახტანგს რომ შეხვდა - ის არა. შენებრ ვარამში გაწვრთნილი, შენებრ რომ სწვავდა იარა.
გიცნო ქართულო მაისო. გულის ფინჯანი დამშრალი უკვდავ წყაროთი აგივსო.
დოქიდან წყალი გასმიეს. დალიე, როგორც კახური, და კასპიისკენ გასწიე.
მტვერი ფარავდა ქალამანს. ძმობამ გაგათბო ღამეში, სული ნამივით დალამა.
ტანჯვაში შენი მხილველი. კვერივით გრძნობის მცხობელი და მეგობარი პირველი.
ის გაგრილებდა სიცხეში, ის გამღერებდა ზამთარში, უდაბნოში და ციხეში.
პერანგის ნაწილი
წახველ, დასტოვე ის კერა, დაგრჩა პერანგის ნაწილი. მაგრამ გამოგყვა სიმღერა, გულით ნაკვები არწივი.
რუსმა ჩაგაცვა თავისი, აგრე გასცვალეთ ნაყოფი ტანის ტანჯვა და ხალისი.
მას გიცხრილავდა ეკალი. ბედი წეწავდა ვერაგი, სწვავდა სხივების სპეკალი.
თრთოდა ზარების რეკვითა. თითქო ნარხევი ქარისგან - ძეწნის ტოტივით ეკიდა.
წმინდა პერანგის ნაფლეთი. ტანზე ნისლივით გეკროდა, იწოდა, როგორც აბედი.
რუსს დაუტოვე ნაფლეთი, შენი სიცოცხლის მარცვალი დაუტოვე და წახვედი:
ჩაჰკლა ლოცვა და ფსალმუნი. შენ კი გამოგყვა სიმღერა, ცხელი პერანგის ალმური.
მომეცი, მქონდეს თბილია. ჩემი ოცნებაც, ღამეში, შენი გალობის ჩრდილია.
გვქონდეს პერანგის ნაწილი. მან ჩვენი კერა გასწმინდა და გამოჰკვება არწივი.
ძმას დაუტოვე ნაფლეთი. პერანგზე ლოცვა დასწერე, იგალობე და წახვედი.
დავით გურამიშვილის გლოვა
ო, გარდაიცვალა ასტრახანში ვახტანგ მეექვსე, ვაი, რა ბოძი, რა მაშვრალი და რა- მელექსე!
ბედი მაცდური, ცხენი ჭიხვინებს და ქვითინით მივეც დასტური,
ქვეყნად მავალი, მეფე კი არა, მხოლოდ წყლული, წყლული მრავალი.
ნიჭი სამკალი. ეხლა იგი წევს, კელაპტარმა იწყო კანკალი.
როგორ ჩამოვქნათ? მკლავი მოგვტეხეს, გლოვის ზარი როგორ ჩამოვკრათ!
გარეთ გაისმის ყინვას ედარა იმედი და მდელო მაისის.
შევრჩით კაეშანს, სამშობლოს დროშა არ შრიალებს, დაბლა დაეშვა.
წიგნი მრავალი, უკვდავ სტრიქონით აღეჭურვა შთამომავალი,
„ქართლის ცხოვრებას“, ყოველ მათ სტრიქონს მოამაგე ემახსოვრება.
ქართლის- მოკეთეს, ვისაც იმედი ჩრდილოეთის ყინვით მოჰკვეთეს.
მიწა სირბილით, თურმე უცხოეთს მოგეწევა მაინც- სიკვდილი!
მშობელ მხარეში, რომ შეგათრიოს სინათლიდან მრუმე ღამეში.
ვერვინ შესტოპა. ტრიალ მინდორზე გზადაბნეულს უთხრათ შენდობა.
როგორც წისქვილი. “წისქვილში წავალ, ავიცდინო ეგებსიკვდილი.
პური ვითხოვო, მაშვრალი ვნახო, ქართლის ჭირი მასთან ვიგლოვო.
ღია სამარესა და თავის მფარველს ასტრახანის მიწას აბარებს.
გზაში
გზას გაუდგა, მოსკოვისკენ გაეშურა, ნაწვიმარზე გაესწრაფა კაფანდარა. რუსმა მოძმემ შარა გაუაბრეშუმა, გააცილა და საგზალი გაატანა.
ლოდინი ვსესვიატსკოეში
ზამთარია, ზამთარია თეთრი, შეჭვარტლული ღამეა თუ უღრანია? მოღუღუნე ბუხარია ერთი, მამულზე რომ საუბარი უხარია.
ქართველები მისხდომიან ბუხარს, ნარდი მღერის თუ ჩხრიალებს კამათელი. კრიალოსანს მარცვლავენ და სწუხან, ელანდებათ საქართველო სანატრელი.
ზამთარია, ზამთარია ცივი, ნათლისღების მოწკარუნე ავდრებია. რიჟრაჟივით ფიჭვის შეშა ღვივის, უსაქმობით მელექსენი მრავლდებიან.
მოწყენილნი გასცქერიან კარებს, ნაკვერცხალზე ნაფიქრალი მიქუჩდება. ფანჯარასთან ზარს მარხილი დარეკს... ჩაიქროლებს და მიმწუხრში მიყუჩდება.
ჩურჩულია, შრიალია გარეთ, წიგნს ბეჭდავენ და სტამბაში კანკალებენ, ყოველ ფურცელს ადარებენ მზვარეს და ასოებს ქართლის ვაზებს ამგვანებენ.
ზამთარია, ავდარია ცივი, პეტერბურღით დახმარებას მოელიან. მშრალი ქარი საკვამურში წივის, ტყეს წიწვიანს თეთრი თოვლი მოერია.
შვიდი წელი მოუთვლია ლოდინს, კიდევ ბევრი საფეთქელი გათეთრდება. გრძელი ღამე დასრულდება როდის და სამშობლოს მთა-გორებზე გათენდება.
სათათბიროდ თავს იყრიან აგრე, გარიჟრაჟი ნაკვერცხალზე მილურჯდება, მსჯულმდებელი შემოვა და ცალკე მიმქრალ ბუხარს მშობელივით მიუჯდება.
მოუხმობს და მოაყოლებს დავითს, მკათათვეში საქართველო რა ფერია? და მოთხრობით მოგონება ჰყვავის, ქართლიდან რომ ფრინველივით აჰფრენია.
დავით გურამიშვილის მჭმუნვარება, ქართლის ჭირი
სანთელივით ცად აწვდილო დავით, შენ გოდებდი ასტრახანში ღამით. ქართლის ჭირით გადაიწვა ლამის, სიხარული ვერ შეიპყარ წამით.
ჩრდილოეთის ვარსკვლავები გწყალობს, ხეტიალში ააშენე წიგნი და ეს წიგნი ტაძარივით გალობს.
მირგოროდი
მირგოროდს წავიდა დავითი მწუხარი, ირჩია ეს კუთხე ვარამის მნახველი. მეორედ გაცოცხლდა გალობის უნარი, შემოხვდა შრიალით ძენწა და ძახველი.
დაბინავება უკრაინაში
მინდვრად გაველ, ბიბინებდა სათიბი, გზად გამვლელი ტურფა ვნახე ნატიფი, ვარდის მიერ იადონის ცთუნება იგავია და ნამდვილი ბუნება!
ბაღი მიყვარს, ვარდი მიყვარს ტრამალის, ჩემი სული სანთელია ვარამის, რად ვიმღერო, ვის ვუმღერო, მითხარით! ლაღად ვარ და არაფერი მიხარის. და ამ გრძნობამ დამაბერა მე!
იჭვი და გალობა
სიბერე მოდის, როგორც სირცხვილი, თუმცა სიყრმისთვის ბევრჯერ ვილოცე. მოწყურებული ჩემი წისქვილი მოგონებაა საქართველოზე.
ჩახვეულია წმინდა ნაწერში ვაზზე ასხმული თმები ასულის. არის სიმართლე კერის ნაცარში, დანარჩენია კვამლი წარსულის.
ქართული სიმღერა
უეცრად დავითს მოესმა გზიდან შორით მღერალი ქართული ხმები. ნუთუ განგება მის სმენას სცდიდა, თუ შრიალებდა მეზობლის ძნები!
სიზმარია თუ ნამდვილი ხმები? მოხუცი ჩრდილში გაოცდა მეტად. ნუთუ დაიძრნენ ქართული მთები, გზაზე ქართულად ვინ მღერის ნეტავ?
ხმა შეაგება მოხუცმა მგზავრებს, მხედრები მღერით მოადგნენ დავითს. შინ საქართველო შემოდის აგრე და ვაშლის ხეზე მაისი ჰყვავის.
უცნაური სურვილი
ჩემი სიკვდილი თუ მოვა მარტოდ, უნდა ვიცოდე სახება მისი, ის უნდა იყოს ზედმეტად სათნო და თავწაკრული სამშობლოს ნისლით.
უკანასკნელი დღე
იგრძნო, სანთელი დაიწვა მისი, კრიჭაშეკრული კვდებოდა სადღაც, სულმა ინატრა ზედაზნის ნისლი, წამოდგომა და გაქცევა სცადა.
სამშობლოში დაბრუნება
შენ დაგაბერა საწუთრომ და უნაყოფოდ დაგშრიტა, დაგაბერწა და გამწუხრა, სანამ სიკვდილი დაგშლიდა.
სანაცვლოდ წიგნი იშვილე, თვითონ უწოდე ობოლი, ვერ ჩაუნერგე სიმშვიდე.
ფრთები ქაღალდზე დაჰკარი. გალობა გულით დაბადე, ფურცლით ურწიე აკვანი.
ზარით აქრობდა სინათლეს.. მან საიდუმლო მოისხა, ფერი შემატა სიმართლეს.
თუმცა მხოლოდ შენ გესმოდა ჩანჩქერად გადმოიღვარა და ქართულ ფიქრით კვნესოდა.
ის იყო შენი მშველელი. არვის არგუნე იმედი, არვინ გხლებია მსმენელი.
თავს აბეზრებდით ურთიერთს. შორს იყო მთები ჭაღარა, და შორით ღამე უთიეთ.
არ მოგინუსხოს ღამემაც ის სამშობლოში გაგზავნე ირგუნოს მისი წამება.
ზედ მიახატე წისქვილიც. გზად უკრაინას ამღერე, ქართლში გაუშვი ნისლივით.
ჩამოსულ ძეს ხომ აჩნია, შენი ტრამალზე სირბილი და ნატერფალის არშია.
ვერ მოგვითხრობდა ამგვარად, როგორ გჩაგრავდა ქარბუქი, და წვიმა გცემდა ჭაღარა.
გზა დაულოცე მარჩენალს, არ დაიკარგა საწყალი და შენი ღელვა გვაჩვენა.
მინაწერი
მწირი სახლი არ გადეწვა ლოცვას, შენ მარადი შეგრჩენოდა აბედი, მოსწრებოდი სერაფიტის მოსვლას, ღვთისმშობელზე მეტად შეიყვარებდი.
გორის ბაღში ახლანდელი დარები. ფარშავანგად დახატული ქართლი, რას იტყოდი, როგორ გაიხარებდი!
მოძმე ხალხთა სიყვარულის მარაგი რუსი მოძმე ადგებოდა კალოდ, და წისქვილში იჩქამებდა არაგვი.
ვით მეზობლებს, შემოკრებდი სტრიქონებს და ეტყოდი: მოიწმინდეთ ცრემლი, ჩვენ მამული სიყვარულით გვიგონებს.
პური წყალში ჩააწეთ და დამლოცეთ. ან მოწყვიტეთ მწიფე ხილი ბაღის, მარცვლეული ანიავეთ კალოზე.
გახდა ჩვენი განუყრელი ძმობილი მაშ, გავტეხოთ მეგობრულად პური კერის ცეცხლით, საგულეში შობილი.
კალმახები ეჯახება კაშხალს, ღმერთს აუგი გულმოსულად ჰკადრე და კურთხევა გადაეცი მაშვრალს.
რა დავხატო, ან მოგითხრო რომელი? სერაფიტი ნისლიან თვალს ნაბავს და ვერა რქვა: ამაოა სოფელი!
თუმცა გვალვით დათუთქული წვალობდი. წამოდექი, ნახე შენი ბუდე და განგვბანე უკვდავების წყაროთი. |