ნუ მწერ, რომ ბაღში აყვავდა ნუში, რომ მთაწმინდაზე ცა დაწვა თითქოს, რომ საქართველო ამ გაზაფხულში, როგორც ყოველთვის, წააგავს ხვითოს,
რომ შენც ჩაიცვი კაბა ყვავილის, რომ მტკვარი ოხრავს, როგორც ყოველთვის, როცა მეტეხის ახლოს ჩაივლის.
და საშინელი ბრძოლების ნისლში მე მომეჩვენა, სადღაც, ჩვენს უკან აელვებული იდგა თბილისი.
მთაწმინდის მხრებზე მზე იწვა თითქოს, და შენც, ძვირფასო, ამ გაზაფხულში, როგორც ყოველთვის, მოჰგავდი ხვითოს.
ფერებით ყვავის თბილისი ახლა, რომ ვიღაც დადის მინდვრებში ღამით და დილისათვის ამწვანებს ნახნავს.
მოაქვთ გულების საამო ფეთქვა და თუ ბოლომდის ტყვია დამინდობს, თუ გაზაფხულებს შევხვდებით ერთად, -
და სიკვდილამდის შენთან დავრჩები, რომ ლამაზია მზე გაზაფხულის, ბრძოლების შემდეგ - მზე გამარჯვების. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მირზა გელოვანის პოეზია |