კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 16:56

 

 

 

ზედაზნის ტყეებზე ციმციმებს ვენერა,

ციმციმებს ვენერა,

ლურჯ სხივთა მფენელად, ნაზ სხივთა მფენელად,

მკრთალ სხივთა მფენელად...

რამდენი ხმებია, როგორი მუსიკა,

რა უცნაური!...

გავჩერდეთ, გავჩუმდეთ და ფეხქვეშ შეწყდება

ფოთლების ხმაური...

და ყური დავუგდოთ ამ ძლიერ მუსიკას 

ცისა და მიწის,

ქვეყანას რომ თავზე ევლება,

რა მოაქვს ჩემთვის, რა მოაქვს შენთვის

ვენერას ციმციმს?

- ბ ე დ ნ ი ე რ ე ბ ა!

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ანა კალანდაძე  • • •   ანა კალანდაძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ