- აბა, ჩემო სანოვაგევ ხვავისა, იქეც სტუმრის და მასპინძლის ხალისად! მადლი უფალს, რომ გვარგუნა ლუკმა, მალე გავშლით ჩვენს ჯადოსნურ სუფრას!- ამბობს ბებო და ამზადებს სადილს, ყველასათვის მართავს ნამდვილ ნადიმს: პური - ჩვენ, ნამცეცი - ჩიტსო, ჩვენს ფანჯარასთან რომ ზისო, ხორცი - ჩვენ და ძვალი - ძაღლსო, ამ სახლს დარაჯად რომ ჰყავსო. მჭადი - ჩვენ და ქატო - ქათამს, ყველი - ჩვენ და შრატი - კატას, ხილი - ჩვენ, ნაფცქვენი - ღორსო, რაც დაგვრჩება - მარჯვე ცოცხსო, ჩენჩო - ბუხარს, კურკა - მიწას, ბებომ ლუკმა ყველას მისცა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მარიამ წიკლაურის პოეზია |