ღამეა უკუნი, გრიგალი მძვინვარებს ზღვაზე და ავად აღძრული ტორტმანებს ტალღების მთები... პატარა პეპელა დაფრინავს ტალღების თავზე, ეღლება საბრალოს სუსტი და მსუბუქი ფრთები. სინათლე სჭირდება ტალღებზე ფარფატს და ფრიალს, რომ ფრთებმა პაწიამ არ იგრძნოს შიში და დაღლა და გულმა გაუძლოს გოროზი ტალღების გრიალს. ავანთოთ სანთლები, შევცუროთ მძვინვარე ზღვაში. წავიდეთ, ვუშველოთ პატარა პეპელას, ჩქარა! წავიდეთ და ფრთხილად წავიღოთ სანთლები ქარში. სანთლებით, სანთლებით, სანთლებით, სანთლებით, ქარში! |
პოეზიის გვერდი • • • • • • გურამ პეტრიაშვილის პოეზია/პროზა |