ქარი - ბებერი, ბუზღუნა მნათე, მტკვარი - ოლარი, ნაქარგი მთვარით, ისევ ანათებს ზედაზნის კალთებს ქალწულის თმებით შეკრული ჯვარი. ეს მზეკაბანი ცამ დაგირწია... ყივჩაღის სისხლის ცხელი წვეთებით მუხრანთან ვარდნი ისევ იწვიან. და ყანის პირზე ყვავის სოსანი - ღვთისმშობელივით სათნო და მშვიდი, თვალები ლურჯი - იესოსავით. ახლა იით და შროშნით ფენილი და ქედნებივით ჩანან ტაძრები, - ქრისტეს უბიდან ამოფრენილი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მანანა ჩიტიშვილის პოეზია |