გალაღებულნი დედამიწით, წვიმით, ჰაერით... უკაცრაული პასუხია: ატეხილები... ხელების ქნევით, ნაკადულის გიჟმაჟ სიცილით შემომეყარა შარაგზაზე რვა ქალიშვილი.
მკერდში უცებ გალხვა გული, გალხვა და ტანში მიმომეფანტა თბილ, მხიარულ ნაკადულებად.
მოთამაშობენ შარაგზაზე ქალიშვილები. ყანაში თოხებს აჩერებენ ბრგე ტანის ვაჟნი, მიჰქრის ყანისკენ შარაგზიდან სიო ხალისის. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მუხრან მაჭავარიანის პოეზია |