პუშკინი ტფილისის ქუჩებმა გაიტაცეს. ბაღში ქეიფია. თავადი თამადობს. მძვინვარებს ქეიფი აზიურ ყაიდაზე. - ალექსანდრ პუშკინი! იცნობდეთ, თავადო!
თუმც ბევრი უმასხრია, ნახვაზეც უზრუნია უკვირს - რაც უნდა თქვას - ღიმილით იცილებენ, ვერ მიხვდა: ღიმილი - ქართველის რუსულია.
როგორზეც მან ერთგან დასწერა: „я кинжалом хорошо владею я близ кавказа рождена…“
კიტრებით სავსენი ჰკიდიათ გოდრები. რუსისგან საქულას მოგება დარჩება. ვინ იცის, გადარჩეს საქო გაკოტრებას.
საქომაც გაუღიმა პუშკინს ნაცვლად ხურდის. - რამ გაგათახსირა, საქო ავლაბრელო! - რა ჰქონდა პუშკინს შენი გასაქურდი!
ჩამოხტა. ხეს მიაბა ცხენი. მას კოცნა სწყუროდა და მანდილოსანმაც წყალივით მიაწოდა ხელი.
ბაღში ქეიფია. თავადი თამადობს. მძვინვარებს ქეიფი აზიურ ყაიდაზე. - ალექსანდრ პუშკინი! იცნობდეთ, თავადო! |
პოეზიის გვერდი • • • • • • მუხრან მაჭავარიანის პოეზია |