მე შევუდექი ოქროყანის მდუმარე ქუჩას. მხრებზე მეცემა აკაციის თეთრი ფანტელი... ვეებერთელა ცა ლაპლაპებს ზღვასავით ლურჯად. აივანზეა მეუღლითურთ პანტელეიმონ. და გაჰყურებდე: მზე ქუჩაში იღვრება როგორ. ხედავდე ბიჭებს (თუ ქალი ხარ), ახოვან ბიჭებს! ხედავდე გოგოს (თუ კაცი ხარ!), ხორციან გოგოს! მხრებზე მეცემა აკაციის თეთრი ფანტელი... ვეებერთელა ცა ლაპლაპებს ზღვასავით ლურჯად. ოთახში შედის აივნიდან პანტელეიმონ. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მუხრან მაჭავარიანის პოეზია |