სულში დაეგზნო ცისფერი ალი, წარმხოცა ხსოვნა მშობელი მხარის, ვარ სიყვარულით პირველად მთვრალი, პირველად არ მსურს შფოთი და შარი.
გადაყოლილი სმას და ღრეობას, მომწყინდა მუდამ ხვევნა და ლხენა, სულ ლოთშფოთური ამაოება.
ვჭვრეტდე შენ თვალთა ოქროსფერ არილს და როგორც ადრე არ გყვარებია, ვერც ახლა შეძლო იცვალო მხარი.
თუ უწყი, შენთვის ვინმეს თუ უთქვამს, რა სიყვარული ძალუძს ავარას, გრძნობისგან როგორ ეკვრება სუნთქვა.
და ლექსის წერას გადავეჩვევი, ოღონდ კი ვიგრძნო სურნელი თმების და ხელის ფრთხილი შეხება შენი.
თუნდ უცხო და თუნდ მშობელი მხარით, ვარ სიყვარულით პირველად მთვრალი, პირველად არ მსურს შფოთი და შარი... |
პოეზიის გვერდი • • • • • • სერგეი ესენინის პოეზია |