კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 10:57

 

 

 

ვით ოქროს ფარჩი გადმოკიდული,

ბრწყინავდა შენი ქვეყნის ბუნება;

ჰხვდებოდნენ დიდი მთაწმინდელები

მთაწმინდის მთაზე შენს დაბრუნებას.


დაგხვდა ილია - ქართლის კლდეკაცი,

სამშობლოს აზრი შუბლნატყვიარი.

დაგხვდა აკაკი - ბერი ბულბული,

ვისი სიმღერის გული ტყვე არი…


ყელს შემოგეჭდო ვაჟა-ფშაველა,

ადგილის დედა გეგებებოდა…

და შენი ძვირფას ნეშტის წინაშე

შენი სამშობლო ფეხზე დგებოდა…


გარს შემოგერტყით ახალი მოდგმა,

შენი სიმღერის ცრემლნასხურები;

შენს ნაგუბარზე ვინც გამოვზრდილვართ,

ახალ ქართლის ბედს ვემსახურებით.


და ჩვენ გემთხვევით ფერფლს აჟღერებულს

და არა მტვერსა და მოჩვენებას, -

შენს დაბმულ ქროლვას, დაბორკილებულს,

და შენს დალურსმელ გამოჭენებას…


გულში ატეხილ ქარიშხლის ღელვამ

სიკვდილის წყვდიადს არ დაგანება;

გააფთრებული შენი მერანი

მსოფლიოს გზაზე მიექანება.


და ხალხი, შენი დამბადებელი,

ამონათებულ მზეს ეშურება;

არ დაიღლება გული ხალხისა,

თუ რაში ოფლით შეიწურება!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - პაოლო იაშვილი  • • •   პაოლო იაშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ