კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 17:02

 

 

 

თეთრ სასახლეში

მე მიყვარდა ღია ფერები.

დღეს კი აღარ ხარ...

და დარბაზმა თალხი ჩაიცვა.

ამ სასახლეში მაგონდება მხოლოდ ზეიმი,

ამ სასახლეში მაგონდება მხოლოდ მოლხენა.

აქა მღეროდი!

აქ გისმენდი.

აქ ჯადოსნური ჰანგი

ლამობდა ჭერის გარღვევას.

თეთრ სასახლეში

მე მიყვარდა ღია ფერები...

დღეს კი...

შავი ესტრადა.

გლოვა, ტრაური.

სარკეებზე ყორნების ფრთებად

მარმაში ღელავს.

სევდით ქვითინებს შოპენის მარში:

- შენ აღარა ხარ!

შენ აღარა ხარ, შენს -

სიმღერის ბატონიშვილო!

აღარა ხარ.. და შენს გარშემო

ზღვა მოვარდნილა,

ზღვა სევდისა.

ზღვა ცოცხალ ხალხის.

კვლავ დაითალხა საქართველო.

შენც ჩამოგვშორდი და მკვდრები ცოცხლებს,

სამარცხვინოდ გვიდარაჯებენ.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - მარიჯანი  • • •   მარიჯანის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ