კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 18:46

 

 

 

საქართველოს ხუჭუჭ ჭალებს

ბულბული ჰყავს მკვდარი;

მის დახუჭულ ლამაზ თვალებს

ამკობს ცრემლის ცვარი.


ობლობას გრძნობს ტურფა ჭალა,

გაჰქრა ლხენა, სტვენა;

ჰანგთა მეფე გარდიცვალა,

მოკვდა აღმაფრენა.


მოკვდა, ვეღარ შემოსძახებს

ხმა-ტკბილ ტიავ-ტიავს;

ჭალაც მისთვის შეჰვაგლახებს

და შველას სთხოვს ნიავს.


მორჩა, ვეღარ გააღვიძებს

საუკუნოდ მძინარს;

ვეღარავინ ვერ მოისმენს

ჰანგებს მოუწყინარს.


საქართველოს ხუჭუჭ ჭალებს

ბულბული ჰყავს მკვდარი;

მის დახუჭულ ლამაზ თვალებს

ამკობს ცრემლის ცვარი.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - გიორგი ქუჩიშვილი  • • •   გიორგი ქუჩიშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ