კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 23:53

 

 

 

ყოფა ჩვენი არც ადრეა და არც გვიან.

ყური უგდე, რა გარკვევით ამბობს გული,

ყველა წამი რომ წინასწარ დათვლილია

და ყველა დღე სველი თითით დაფურცლული.


ალბათ, იცი, მაგრამ მაინც მინდა გითხრა,

ალბათ, იცი(როცა სწუხარ და ხელებში მალავ სახეს),

დაბადებას თუ არავინ დაგვეკითხა,

აბა, სიკვდილს ვინ მოცლილი შეგვითანხმებს.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ედუარდ უგულავა  • • •   ედუარდ უგულავას პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ