კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 23:42

 

 

 

ჰქრის სიკვდილი, ეცემიან სანგრები,

მივალ ქარში, ვიზიარებ ლომის ხვედრს.

არ იფიქრო - წამით არ დავვარდები,

გულში შენ ხარ, ტყვიას როგორ მოვიხვედრ?!


ახლა ძარღვში სისხლი ისე აღლუმობს,

რომ კივილით შენკენ ლტოლვას ამალებს.

თუ ღმერთი გწამს, სიჯიუტევ ქართულო,

ნუ შემაჩვევ ამ შორეულ ტრამალებს.


შენ ხომ იცი, დამარცხების არ მჯერა,

თორემ რაა სიკვდილივით ადვილი.

ისევ ვიბრძვი და დასისხლულ მარჯვენას

კვლავ მიმაგრებს შენი თეთრი მანდილი.


და თუნდ უცხო სენმა ძვლები დამიხრას,

არ დავეძებ, ერთი მაგის მომგონიც...

ცეცხლი ხარ, თუ ნისლი ხარ, თუ ქალი ხარ,

კარგი კი ხარ, ვინცა ხარ და როგორიც.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - ედუარდ უგულავა  • • •   ედუარდ უგულავას პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ