მობეზრებია უსახური სიცარიელე ხვალის ლანდებში მორიალე შენეულ ჩარჩოს... ბათუმის წვიმა, მღვრიე მავრივით, გრძელი თითებით ხელში გიჭერს და ნელა გაღრჩობს. სიტყვებს მისეტყვავს სიტყვაუტყვი შენი მუდარა; სიტყვა, სიცოცხლის მაგიერი, სად მოინახოს, სიცოცხლის გარდა სიკვდილს ჩვენგან არა უნდა რა. დარბაზს მხოლოდ ის შეუძლია, ცრემლი გვაღვაროს... მე შენ მიყვარხარ, და ამიტომაც, მძულს ეს ფარსი და მძულს ეს სამყარო. ბედმაც გვიმტრო და ხალხმაც გაგვყიდა... უნდა გავიქცეთ (ატუზულა ჯალათი კართან), ჩქარა, ო, ჩქარა, შორს, შორს, ნანა, ამ ქალაქიდან! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ვახტანგ ღლონტის პოეზია |