კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 13:16

 

 

 

ქალმა ჩაიმშვენიერა

(სასწაულებს ქუჩა ბადებს),

გამოებათ შაშვის ენა

აივნებს და შუშაბანდებს.

კინტომ ბრძანა, ნეტავ იმას,

ვინც რომ ამ ქალს გააცილებს,

გააცილებს, გააცინებს,

ქმარი თუ ჰყავს, გააცილებს.

არ სთქვეს სხვებმა არაფერი,

მკერდსავსე და თეძოსრული,

მოდიოდა, ჩაიარა,

ქუჩას შერჩა ერბოს სუნი.

ფრთები აიქნია, თითქოს,

ჭადრის ჩრდილებს შეერია,

დაემალა ამდენ თვალებს,

ამდენ ღიმილს შეელია.

კინტო მაინც ირწმუნება,

ტანს გავყიდი, თავიანა,

უეჭველად ჩამოიარს,

რაკი ერთხელ აიარა.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თეიმურაზ ლანჩავა  • • •   თეიმურაზ ლანჩავას პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ