კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 13:12

 

 

 

ლექსს ვუძღვნი ჩიტებს,

უბრალო ჩიტებს,

რომ ვერ გალობენ

და ფრენენ მაინც,

სამშვენისად რომ გამოჰყვებიან

დაუმადლებლად, ყოველგვარ ამინდს.


ცვარი რომ აკრთობთ,

არ წუწუნებენ,

ოღონდ საკენკად ჰქონდეთ მარცვალი,

და ჯერდებიან, რაც ღვთისგან ერგოთ,

ეგუებიან იმას, რაც არი.


პატარა, ჩია, უმწეო ფრთებით

დაატარებენ დარდსა და ნაღველს,

მიმოაბნევენ ჟივჟივს, ჩუქნიან

მიჩუმათებულ სკვერსა და ბაღებს.


არ იწონებენ თავს, მოკეკლუცო

ჟივილ-ხივილით ფონს არ გადიან,

არ იწუნებენ, რომ ჩიტად გაჩნდნენ

და თავს არავის არ ამადლიან.


ლექსს ვუძღვნი ჩიტებს,

უბრალო ჩიტებს,

ძლივს რომ აღწევენ

ფრენით ნისლამდე,

ცაში რომ წყნარად იღუპებიან,

იღუპებიან ღმერთთან მისვლამდე.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თეიმურაზ ლანჩავა  • • •   თეიმურაზ ლანჩავას პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ