კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 13:15

 

 

 

იმნაირი ამინდია,

შენთან მოსვლას ამაჩემებს,

რაკი შენ გამახსენდები,

სახლში რაღა გამაჩერებს.

დამათრობელია ფერი,

აკაცია ჰაერს ბანგავს,

წამოჩიტულია ველი,

ყვავილებით მოგიქარგავს.

გაფურჩქნულან ყვავილები,

ჭკუა დაუკარგავს ატამს,

ზის ზაფხული ფუნჯით ხელში,

ზის და ავტოპორტრეტს ხატავს.

იმნაირი ამინდია

შენთან ყოფნას ამაჩემებს,

ხტუნვა-ფრენით წამომიყვანს,

დამავიწყებს დანარჩენებს,

შენ ქუჩაში მელოდები,

მე სახლში რა გამაჩერებს.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თეიმურაზ ლანჩავა  • • •   თეიმურაზ ლანჩავას პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ