მე მიყვარს შენი დაღლილი მზერა და აწეული წარბი მრისხანე, როცა შორიდან მალულად მზვერავ, როცა თვალები ეკლებს ისხამენ. ცრემლებით, ტუჩებს ადევს ურდული, მარტოობისთვის ხარ განწირული, ოცნებებისგან ხარ გაქურდული. როცა მკითხავ ჩურჩულით: ხომ შეეგუე სატანის ამბორს, ბეღურასავით ხარ გაყუჩული ტუჩებზე თითებს მაფარებ ამ დროს. კიდევ ბევრი რამ მომწონს, რაც შენშია და შენში არსებობს, ჯერ არ მომხდარა დამვიწყებოდე, დრომ შენი თავი არ შემახსენოს. ამღვრეულია, ულმობლად მტანჯავს დროში, რომელიც შენს სიყვარულში ტკივილებად და სიკეთედ მხარჯავს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • თეიმურაზ ლანჩავას პოეზია |