ათასი თვალი უმზერდა პოეტს, ათასი ყური უსმენდა, სჯიდა, როგორ შეებმენ თითები სონეტს, როგორ გარდმოხსნეს იესო ჯვრიდან. არწყულებდა და ათრობდა ბანგით, ათიათას ქალს მთვარეზე ლამაზს, ცისკენ სამგზავროდ შეეკრა ბარგი. რომ ვიღაც სიტყვით, ლამაზ რითმებით, ეფერებოდა მათ ცოლებს მშვიდად, ჰაეროვანი სიტყვის თითებით. მოულოდნელად იპყრობდნენ ფრთები, ეს ის დრო იყო როცა არა სვამ, როცა არა სვამ და მაინც თვრები. |
პოეზიის გვერდი • • • • • • თეიმურაზ ლანჩავას პოეზია |