ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა, ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა. ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა, ფართოდ გაშლილი და მოხატული თამარ დედოფლის დარბაზივითა.
ვით მორევი შავი ზღვისა: რაგინდ კარგი ცოლი ჰყავდეს, მაინც ენატრება სხვისა!”
გაისარჯოს და ბრძოლაში დაიხარჯოს! გაუმარჯოს საქართველოს მზეს და ზეცას, საქართველოს ძლიერებას გაუმარჯოს!
ჯერ ხომ საროს ფოთლები არ გასცვენია, ჯერ ხომ მცხეთის სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში საქართველოს ცხელი გული ასვენია!
რომ ფილტვები გვეტკინოს და დაგვებეროს! დაუკარით, რომ ჭაბუკნი ვიყოთ მარად, რომ ცხოვრებამ ვერასდროს ვერ დაგვაბეროს!
ფიცხელ ომში რომ მღეროდა მაჩაბელი. დაუკარით ძველებური დარდიანი, დაუკარით არწივების ასაფრენი!
მტრის ჯინაზე ცხრაჯერ მწარედ გავიცინებ, დავიღლები საქართველოს სიყვარულში, სასთუმალზე ერთხელაც არ დავიძინებ!
და სიბერეც ძუ მგელივით მოგვიხტება. დაუკარით ძველებური მოსალხენი შავგვრემანებს შავი ჩოხა მოგვიხდება!
საათნოვა რომ მღეროდა შაიათანთან, დაუკარით! განა ყველა ლოთი არი?! განა ყველა სიყვარულით დაიშანთა?!
თორემ დარდი ღრუბელივით გასივდება, გაფრინდება სიყმაწვილე შფოთიანი, წრფელი გული, ცხელი გული გაცივდება!
აბჯარი თუნდა ხისანი, თვალნი ქორებულ მხედავნი, ზედ მუხლნი შავარდნისანი”.
ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა. ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა, ფართოდ გაშლილი და მოხატული თამარ დედოფლის დარბაზივითა! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ლადო ასათიანის პოეზია |