კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 13:30

 

 

 

სიტყვას ვთეს და სიტყვას ვიმკი,

სიტყვა სულის წამალია,

სიტყვის აქეთ სამოთხეა,

სიტყვის იქით წკვარამია.

ვაჩუქურთმებ, სიტყვით ვაგებ

თვალუწვდენელ ღვთიურ ტაძრებს,

სიტყვა იბოგინებს, გასძლებს,

კლდეს დუმილი ჩამოაქცევს.

ვკვდები, სიტყვა მიმაცილებს,

სიტყვაში ვარ, ვცოცხლობ, როცა,

რაც დუმილმა წარიტაცა,

დამიბრუნა, სიტყვამ მომცა.

სიტყვით ვმეფობ სიტყვის მონა,

სიტყვის იქით ვიმზირები,

წყალშერეულ ქვიშასავით

სინანულში ვიზილები.

და ხმაურობს სიტყვა მსუყე,

სიტყვა ტკბილი, სიტყვა მკაცრი,

სიტყვას განსაცდელში ვფანტავ,

სიტყვას არაფერში არ ვცვლი.

ვიმორჩილებ სიტყვის კაცებს,

ვმოსავ უსათნოეს ფიქრით,

არაფერი არ არსებობს

უკეთესი, სიტყვის იქით.

სიტყვა მარადიულია,

ფერს არ იცვლის, არ ხავსდება,

რაც დრო გავა, იხასხასებს,

ერთიორად დაფასდება.

საკუთარ თავს სიტყვაში ვცვლი,

სიტყვით ვაცოცხლებ და ვმარხავ,

თუ ისურვებ, დამაკვირდი

და სიტყვაში დამინახავ.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თეიმურაზ ლანჩავა  • • •   თეიმურაზ ლანჩავას პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ