ხომ არ დაგტოვათ მოლოდინმა გარეშე ფიქრის, ცრემლები თქვენი სინანულში ხომ არ გაწვიმდა, როგორც მახსოვხართ, ისეთივე ბრძანდებით თითქმის. ესაა მხოლოდ, წლები დროში გადანაწილდა.
შემოგენთებათ, ატმის ყვავილით, სიწარმტაცით, უამრავ ფერით, თქვენ უსათუოდ სიყვარულის ვალი გექნებათ, ბევრმა ზამთარმა გაზაფხული შეიგრძნო თქვენით.
რომ გამიხსენეთ, რომ მიმაჯაჭვეთ თქვენს სიმშვიდეს მთელი არსებით. მთელი ცხოვრება ჩემს გარეშე რომ არ ისვენებთ, მადლობელი ვარ, სიბერის დროს რომ გაგახსენდით. |
პოეზიის გვერდი • • • • • • თეიმურაზ ლანჩავას პოეზია |