კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 13:26

 

 

 

ბავშვი ოთახში ქოლგას მახურავს,

ჭერი გვაქვს, მაგრამ ვერ გვშველის ჭერი,

გამოქცევია წვიმა სახურავს,

მოუხატია სისველით ბჭენი.


მხატვრობა წვიმის უკვირს პატარას,

უკვირს, ვერ გვიცავს რადგან კრამიტი,

დაუკითხავად სახლში შემოდის

აჯანყებული სველი ამინდი.


ვზივართ ქოლგის ქვეშ, შიშით შევცქერით

დროით დაბზარულ ბებერ კრამიტებს,

შევცქერით ზეცას იმის იმედით,

რომ უსათუოდ გაიამინდებს.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თეიმურაზ ლანჩავა  • • •   თეიმურაზ ლანჩავას პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ