კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 13:41

 

 

 

დამიზამთრდება ისეთ დროს,

გაზაფხულისთვის ვწვალობ,

შემეშველები, მპატრონობ,

გებრალები და მწყალობ.

ისევ თავიდან იწყება,

მოლოდინები ხვალის,

ბებერი ქედი ირწევა,

უღელდადგმული ხარის.

ცოდვა-მადლისგან დაღლილი,

დამძიმებული ქედით,

მივათრევ დროს და საფიქრალს

უმადურობის გვერდით.

დაწყვილებული სიკვდილთან,

სიცოცხლისათვის ვწვალობ,

მადლობთ, უფალო, ჯერ კიდევ

არ გამიმეტე, მწყალობ.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თეიმურაზ ლანჩავა  • • •   თეიმურაზ ლანჩავას პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ